სააკაშვილის მისაღები სააკაშვილის გარეშე
საბჭოური მენტალიტეტის კიდევ ერთი გამოვლინება - პიროვნების კულტი. სააკაშვილის პირადი ნივთები, ტანისამოსი და საარჩევნო ყუთი ერთ სივრცეში. არა, ეს მუზეუმი არ არის. მხოლოდ „ვივამედის“ პაციენტის მისაღებია, სადაც მხარდამჭერები იკრიბებიან და სადაც ასევე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს, წერილის საარჩევნო ყუთში ჩააგდოს იმ იმედით, რომ პატიმარი პრობლემას მოუგვარებს. რამდენი მხარდამჭერი ჰყავს სააკაშვილს, ეს რუსთაველის გამზირზე გამართულმა აქციებმა კარგად გამოაჩინა. თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა ღირსება შეულახა, ქონება წაართვა და ოჯახის წევრი მოუკლა, მსგავსი ოფისის გახსნა კატეგორიულად მიუღებელია
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
