ვითარება ისრაელში
ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციას აანონსებს. ამერიკა ნეთანიაჰუს უწყვეტ მხარდაჭერას დაჰპირდა, სახელმწიფო მდივნის შემდეგ ისრაელში პენტაგონის შეფს ელიან. ისრაელის არმიის ნაწილი ლიბანის საზღვართანაა მობილიზებული, მედიის ცნობით, თელ-ავივმა სირიის აეროპორტებზე მიიტანა იერიში. გრძელდება ღაზის ბლოკადა, მსხვერპლის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა ორივე მხარეს იზრდება. ჰამასის ტყვეობაშია 200-მდე ადამიანი, მათ შორის უცხოეთის მოქალაქეები. მედიასთან პირველად გამოჩნდა ისრაელის თავდაცვის მინისტრი და აღიარა, რომ თავდასხმის მოგერიებისას პრობლემა გამოვლინდა, რომელსაც ომის შემდეგ გამოიკვლევენ
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
