უნგრეთის პრემიერის ვიზიტი
„ძლიერი ევროპა ერთად“ - უნგრეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რომლის გარეშეც გასულ წელს უსამართლოდ დარჩა. ეკონომიკის განვითარების სტაბილურად მაღალი მაჩვენებლების ფონზე, ორბანი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან დაახლოებით ევროკავშირი უფრო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული. უნგრელ კოლეგასთან ერთად პრემიერ-მინისტრმა მედიისთვის განცხადებები კახეთიდან გაავრცელა. ირაკლი ღარიბაშვილმა სტუმარს ნამდვილი მეგობარი და მხარდამჭერი უწოდა, ისაუბრა ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე და იმ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც წელს უფრო ინტენსიურ ფორმატში გადავიდა. პირველად თბილისმა უმაპინძლა ერთობლივ სამიტს და ამით უნგრეთის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი დასრულდა
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
