აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოშია
აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოშია. ახალი ელჩის მისიას საქართველოში პოლიტიკური სპექტრი მიესალმება. პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ რობინ დანიგენი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის და აშშ-ის ელჩის ურთიერთობა არ იქნება მარტივი და შეიქმნება კონფლიქტური სიტუაციებიც, მმართველ გუნდში კი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში დიპლომატიური წარმომადგენლობის როლის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. რობინ დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში
