საქართველოსა და უნგრეთის პრემიერების პოლიტიკური გზავნილები
საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - ეს განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ვიქტორ ორბანის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე უნგრეთი საქართველოს ერთგული მხარდამჭერია. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სახელით უნგრეთის პრემიერს მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა. ერთობლივ პრესკონფერენციამდე კი შედგა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი. ხელი მოეწერა კონკრეტულ უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმებს. ერთობლივი პრესკონფერენცია თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართა
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
