ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ქართველი ფეხბურთელები ბათუმში ნიდერლანდის გუნდს უმასპინძლებენ
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ქართველი ფეხბურთელები ბათუმში ნიდერლანდის გუნდს უმასპინძლებენ. ორი ტურის შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის ცე ჯგუფს 6 ქულით სწორედ ნიდერლანდისა და საქართველოს ნაკრები გუნდები ლიდერობენ. შეხვედრა „აჭარაბეთ არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.
