„ღვინის დღეები“ საქართველოში
„ღვინის დღეები“ აღინიშნება სიღნაღში. ქალაქის ცენტრალურ სკვერში მოწყობილია მეღვინეების კუთხე, კვებისა და საბავშვო გასართობი სივრცეები. დღის განმავლობაში თიხაზე მუშაობის სემინარი გაიმართება. ღონისძიებები ხუთ საათზე დაიწყება. „ღვინის დღეებს“ უმასპინძლებს ოზურგეთიც. ჭადრების პარკში ფესტივალი ხუთ საათზე დაიწყება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ და დააგემოვნონ ქართული ღვინო.