დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების ფაქტზე ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე დააკავეს
პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების ფაქტზე ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე დააკავა. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
