უნგრეთის პრემიერის და მისი მეუღლის პატივსაცემად სადილი გაიმართა
ირაკლი ღარიბაშვილისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა იწყება. ხვალ კი დაგეგმილია საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, არაფორმალურ გარემოში უკვე განიხილეს. უნგრეთის პრემიერის და მისი მეუღლის პატივსაცემად, სადილი გაიმართა.
