უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია
მთავრობის ადმინისტრაციაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. დახვედრის ცერემონიაზე უნგრეთისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები შესრულდა. ამ წუთებში, ადმინისტრაციის შენობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ ორბანს ხვდება. ვიზიტის ფარგლებში შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ხვალ კი, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
