კეზერაშვილმა ხაბეიშვილის გუნდი კვიპროსზე დაიბარა
‘’ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე, თანაგუნდელებთან ერთად, პარტიის არაფორმალურ მმართველთან ჩავიდა. კვიპროსში ლევან ხაბეიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ბოტკოველი იმყოფებიან. ნიკა მელიას გუნდის წევრების განცხადებით, როდესაც პარტიას ხელმძღვანელობ და გადაწყვეტილებებს ვერ იღებ, პრობლემაა. უმრავლესობა კი, დავით კეზერაშვილთან შეხვედრას ტრაგიკომედიას უწოდებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს ბედი კურორტებზე არ წყდება.
