ვიქტორ ორბანი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს
სამ საათში ირაკლი ღარიბაშვილისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა დაიწყება. მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება. ხვალ კი დაგეგმილია საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
