14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია
პოლიციამ კახეთში 14 წლის გოგონას მკვლელობისთვის ძებნილი მოქალაქე დააკავა. არასრულწლოვანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება - გამოძიება ამ მუხლებით მიმდინარეობს. პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობს არასრულწლოვანთან შესაძლო იძულებითი ქორწინების ფაქტზეც. ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგონა ცეცხლსასროლი იარაღით, რამდენიმე გასროლით მოკლა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
