კეზერაშვილმა ხაბეიშვილის გუნდი კვიპროსზე დაიბარა
ლევან ხაბეიშვილი თანამოაზრეებთან ერთად, არაფორმალურ მმართველთან შესახვედრად, კვიპროსზეა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს, ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში ბრალდებულ და ევროპელი პენსიონერების დანაზოგის მოტყუებით მითვისებაში ეჭვმიტანილ დავით კეზერაშვილთან განიხილავენ. ლევან ხაბეიშვილი კეზერაშვილისგან, სავარაუდოდ, საყვედურსაც მიიღებს. მიზეზი ნიკა მელიას ფრთის გააქტიურებაა. საყურადღებოა, რომ მიუხედავად ჩადენილი დანაშაულებისა, კეზერაშვილი კვლავაც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში და არც მის სანქცირებაზე ფიქრობენ.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
