ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება
არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოეწერა. ცერემონიაში, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრებმა მონაწილეობა ვირტუალურად მიიღეს. მხარეები ამ შეთანხმებას ქვეყნებს შორის ახალ საეტაპო მოვლენად განიხილავენ. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს დოკუმენტი მტკიცე საფუძველს უყრის და საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უფრო მყარი, კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
