ვითარება ისრაელში
ისრეალის სამხედროებსა და პალესტინელ ტერორისტებს შორის შეტაკება ღაზის სექტორთან მიმდინარეობს. ისმის სროლის ხმა, პარალელურად, მედია წერს, რომ ქალაქი აშკელონი, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, როგორც ღაზის სექტორიდან, ისე ლიბანიდან იგერიებს იერიშებს. აშკელონისკენ ლიბანიდან 15-მდე რაკეტა ისროლეს, ეს ქალაქი ჰამასის მთავარი სამიზნეც არის, თუმცა ისრაელი იუწყება, რომ ამ იერიშებით მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუღია. განგაშის ხმა ისმის თელ-ავივშიც. პარალელურად, ხალხი გაქცევას ცდილობს ღაზის სექტორიდან, თუმცა ეს უკვე თითქმის შეუძლებელია, ერთადერთი გასასვლელი ეგვიპტისკენაც უკვე ჩაიკეტა. ჰამასის სასტიკი თავდასხმის პასუხად, თელ-ავივი ღაზის სრულ ბლოკადას აგრძელებს, გაერო კი ჰუმანიტარულ დერეფნებს ითხოვს. ისრაელის მედია წერს, რომ ნეთანიაჰუ სახმელეთო ოპერაციას გეგმავს და ამის შესახებ ჯო ბაიდენიც ინფორმირებულია, „ჩვენ უნდა შევიდეთ“,- ეს გზავნილი ისრეალის პრემიერისაგან, მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერმა არ გააპროტესტა. იწერება თუ არა ახლო აღმოსავლეთის ახალი ისტორია სწორედ ახლა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
