ვენეციის კომისიის მოსაზრება
ვენეციის კომისიამ საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებს სამართლებრივი წუნი ვერ უპოვა. ასე მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ კომისიის მოსაზრება. ვენეციის კომისიამ პარლამენტის მიერ ივნისში მიღებულ კანონზე, ასევე: ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე სექტემბერში შემუშავებულ კანონპროექტზე იმსჯელა. რეკომენდაციები უმეტესად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეხება, კომისია მიესალმება საბჭოს სამი წევრის არჩევას, თუმცა გარკვეული გაუმჯობესების მიუხედავად ყოვლისმომცველ რეფორმას ითხოვს. დაკონკრეტების გარეშე. პარლამენტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას იწყებს. ეს ევროპული რეკომენდაციების მესამე პუნქტია.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
