შალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა. ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს ისრაელის სახელმწიფოს და ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შალვა პაპუაშვილმა მწუხარება გამოთქვა ტერორისტების აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიების გამო და ელჩს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ისრაელის მიმართ სოლიდარობა. ჰადას მეიცადმა პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალურად გააცნო ღაზის სექტორიდან ისრაელზე თავდასხმის შედეგები და ისრაელის სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.
