ვითარება ისრაელში
ისრაელის არმია ღაზის სექტორის დაბომბვას განგრძობს. ბოლო 24 საათში განადგურებულია დაჯგუფება „ჰამასის“ 200-ზე მეტი ობიექტი. ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 770-ს გადააჭარბა. ცხედრებს პოულობენ ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე დასახლებებში, სადაც „ჰამასის“ დაჯგუფების მებრძოლებმა 900-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 150-მდე კი მძევლად აიყვანეს. „ჰამასის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისრაელთან მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებას ბრძოლის დასრულებამდე არ გეგმავს.
