ჩინეთის საკონსულოს შენობაში მამაკაცი ავტომობილით შეიჭრა
სან ფრანცისკოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მძღოლი, რომელიც საკუთარი ავტომობილით ჩინეთის საკონსულოს შენობაში შეიჭრა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დაუდგენელმა პირმა, რომელიც საკონსულოს საბუთების ჩაბარება-გაცემის ოთახში შევარდა, შემთხვევის ადგილას მყოფ ადამიანებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ხოლო, რის საფუძველზე გახსნა პოლიციის ოფიცერმა ცეცხლი, ამას გამოძიება დაადგენს.
