ისრაელის სამხრეთ ნაწილში კვლავ საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის
ისრაელის სამხრეთ ნაწილში კვლავ საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის. ჰამასმა ბოლო 4 დღეში ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა გაისროლა და იერიშს განაგრძობს. ისრაელში დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა. საპასუხო დარტყმებს მიმართავს ისრაელის არმია ღაზის სექტორში, სადაც იერიშების შედეგად, 700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, მათ შორის 100-ზე მეტი ბავშვი. ისრაელის არმიას ამ დროისთვის, ღაზის სექტორთან 35 ბატალიონი ჰყავს განლაგებული და სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად ემზადება.
