2024 წლის ბიუჯეტი
მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა, დღეს, ერთდროულად პარლამენტის ექვსი კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. 2024 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონით არის განსაზღვრული და ის მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 5 მილიარდით მეტია. ოფიციალური ინფორმაციით, დამატებითი თანხები ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამებს, გაზრდილ პენსიასა და მომატებულ ხელფასებზეა გადანაწილებული.
