პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ბიუროს წარედგინა
პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ბიუროს უკვე წარედგინა. ცნობისთვის პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების არჩევისა და გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება. ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი, ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.
