14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა 27 წლის მამაკაცმა რამდენიმე დღის წინ ჩაიდინა და მას შემდეგ იმალებოდა. მას ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარებაში ადანაშაულებენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
