ისრაელიდან თბილისის მიმართულებით 11 ოქტომბრის ავიარეისზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია
ისრაელიდან თბილისის მიმართულებით 11 ოქტომბრის ავიარეისზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. დამატებითი რეისი საქართველოს ავიახაზებმა ისრაელში მყოფი და საქართველოში გამომგზავრების მსურველთათვის დანიშნა, თუმცა ბილეთები რამდენიმე წუთში გაიყიდა - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განცხადა. ლაშა ჟვანიას თქმით, გრძელდება ინტენსიური მუშაობა საქართველოს მთავრობასა და ავიაკომპანიებს შორის, რათა დამატებითი რეისები 12 ოქტომბერსაც დაინიშნოს.
