ვითარება ისრაელში
ისრაელისა და „ჰამასის“ ომს უკვე 1 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა 187 518-ს გადააჭარბა და ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ისრაელი, ღაზის სექტორის მიმართულებით სარაკეტო იერიშებს განაგრძობს. ჰამასი კი ისევ იმუქრება. ქვეყნის პრემიერი პირობას დებს, რომ მძევლების გასათავისუფლებლად ისრაელი ყველაფერს გააკეთებს. ჰამასის ქმედებას გმობს საერთაშორისო თანამეგობრობა და ისრაელს მძიმე წუთებში მხარდაჭერას უცხადებენ.
