პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი იცვლება
მნიშვნელოვანი ცვლილება განათლების სისტემაში. 2024 წლიდან 1-ელ კლასში შესვლას ის ბავშვებიც შეძლებენ, ვისაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე უსრულდებათ. თუმცა მშობელს არჩევანის საშუალებაც ექნება, ანუ შეეძლება დატოვოს ბაღში და ერთი წლის შემდეგ შეიყვანოს შვილი სკოლაში. ამ გადაწყვეტილებით, მთავრობამ მოქალაქეთა არაერთი თხოვნა გაითვალისწინა. ცვლილება ძალაში მომდევნო სასწავლო წელს შევა.
სიუჟეტის ავტორი: დიტო ყირიმლიშვილი-16-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
