სკანდალური კვლევა რომელიც „იმედის კვირამ“ გამოააშკარავა
„სჯობს ქართული ოცნების პირობებში კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ, რადგან ამან შეიძლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შანსი გაზარდოს ?“ - ეს რადიკალურად განწყობილი ოპოზიციის განაცხადი არ არის, კითხვაა სკანდალური კვლევიდან, რომელიც „იმედის კვირამ“ გამოააშკარავა. სატელეფონო გამოკითხვას კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს, დამკვეთია ორგანიზაცია „ზინკი“. კითხვებს შორის არის ასევე ოპოზიციის კონკრეტული ფლანგიდან მოსმენილი გზავნილი - რომ სტატუსი ხალხს ეკუთვნის დ არა მის არჩეულ ხელისუფლებას. გამოკითხვისას, მოქალაქეთა განწყობებსაც ტესტავენ აქციებთან მიმართებით. რა მიზანს ემსახურება სახიფათო ე.წ. კვლევა.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
