"ღვინის დღეები" ახმეტაში
ღვინის დღეები იმართება ახმეტაში. ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში მოწყობილია მეღვინეების კუთხე, საბავშვო გასართობი სივრცეები. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. გაიმართება კონცერტიც. „ღვინის დღეებს“ დღეს თერჯოლაც უმასპინძლებს.
