თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „კულტურულ საისტორიო ძიებანი“ ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგისა და მეცნიერის გურამ ლორთქიფანიძის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.
