საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატების შერჩევა
განათლების სამინისტრო, საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებში დირექტორობის კანდიდატების შერჩევის პროცესს აფასებს და გავრცელებულ ინფორმაციას თითქოსდა ადგილი ჰქონდა პროცესში გადაცდომებს, დეზინფორმაციას უწოდებს. უწყებაში განმარტავენ, რომ შესარჩევი კონკურსი ობიექტურად, მიუკერძოებლად და ღიად ჩატარდა, განათლების სისტემის და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა კი კატეგორიულად მიუღებელია.
