აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულებულია
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ერთდღიანი სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ჰეიდარ ალიევის ასი წლისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს სადილზეც უმასპინძლა. მოგვაინებით კი, პრემიერმა პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა.
