ეგვიპტეში ისრაელის 2 მოქალაქე მოკლეს
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ეგვიპტეში ისრაელის მოქალაქეები მოკლეს. ქალაქ ალექსანდრიაში, ცეცხლი ტურისტების ავტობუსს პოლიციელმა გაუხსნა. დაიღუპა 3 ადამიანი. 2 ისრაელის, 1 კი ეგვიპტის მოქალაქეა. ასევე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილია ისრაელის 1 მოქალაქე, რომლის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პოლიციელი დაკავებულია.
