ვითარება ისრაელში
ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას რკინის მახვილი განაგრძობს. ავიაცია ტერორისტთა სამხედრო ბაზებსა და სამეთაურო პუნქტებს ანადგურებს. პარალელურად, ღაზის სექტორის საზღვრის მიმდებარე ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ისრაელმა კონტროლი უკვე აღადგინა „ჰამასის“ მიერ დაკავებული დასახლებების უმრავლესობაზე.
