ილჰამ ალიევის ვიზიტი - პოლიტიკური გზავნილები
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და გამორჩეული მეგობარი სახელმწიფოა. აუდიენციის დროს განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი პროექტები. ერთ-ერთი მთავარი თემა კი უსაფრთხოების საკითხები იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანულ მხარეს დაუდასტურა მზადყოფნა, რომ ოფიციალურმა თბილისმა სამმხრივ ფორმატში მედიაციის როლი შეასრულოს. პრემიერს იმედი აქვს, რომ სამშვიდობო შეთანხმება სომხეთთან უახლოეს პერიოდში გაფორმდება.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
