შავი ზღვის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი დასკვნით ეტაპზეა - ფესტივალის მერვე დღე, ახალგაზრდა ვირტუოზებს დაეთმოთ. კონცერტზე, მაესტრო მიშელსონის მასტერკლასებზე შერჩეული ოთხი ადგილობრივი პიანისტიც გამოვიდა. ღონისძიებას ბათუმის მერი და საფრანგეთის ელჩი ესწრებოდნენ. მათ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.