საველე სწავლება ორფოლოს პოლიგონზე
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ბატალიონის „ალფა“ ქვეითმა ასეულმა, ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. სწავლება დღის და ღამის პირობებში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გეგმური სწავლება დამკვირვებლების მიერ დადებითად შეფასდა.
