ვითარება ისრაელში
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორში გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად ემზადებიან. ისრაელის ძალებმა „Ჰამასის“ მებრძოლების მიერ დაკავებული ტერიტორიების უმეტესობა გაწმინდეს და 22 დასახლებაში საცხოვრებელი სახლები შეამოწმეს. გავრცელებული ცნობით, დარჩენილია რვა დასახლება, სადაც ამ დრომდე კონტროლს „Ჰამასი“ ინარჩუნებს.
