ქართული მთამსვლელობის 100 წლის იუბილე
100 წელი ქართველი მთამსვლელების მიერ მყინვარწვერის დაპყრობიდან. ამ დღესთან დაკავშირებით მთამსვლელთა ფესტივალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში გაიმართა. ქართული მთამსვლელობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 6 ადამიანი დაჯილდოვდა. ფესტივალი კი გრანდიოზული კონცერტით დაიხურა.
