ღვინის დღეები საქართველოს მასშტაბით გრძელდება
ღვინის დღეები საქართველოს მასშტაბით გრძელდება. დედაქალაქში ღონისძიებები ალექსანდრეს ბაღში გაიმართა. ღვინის დეგუსტაციასთან ერთან, მოწყობილი იყო გასართობი შემეცნებითი კუთხეები. გაიმართა კონცერტი. „ღვინის დღეებს“ ბათუმმაც უმასპინძლა. ფესტივალი გალა კონცერტით დაიხურა. ფესტივალის ფარგლებში, ბულვარში არაერთი აქტივობა გაიმართა, ყველაფერი კი ქართული ღვინის უძველეს ტრადიციას ეხებოდა. თელავში ღვინის დღეები გალა კონცერტით დასრულდა. სტუმრების განწყობაზე მომღერლები და ანსამბლი „სუხიშვილები“ ზრუნავდნენ. გალა კონცერტით დასრულდა ღვინის დღეები ქუთაისშიც. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა აქტივობები.
