რთველი რაჭაში
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ყურძნის კრეფა-დაბინავება დაიწყო. მოსავლის დაბინავების პროცესში 40-ზე მეტი კომპანიაა ჩართული. რთველი 2023-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამბროლაურში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება.
