სოფელ ნაბოსლევის წყალმომარაგება
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბოსლევში 6-კილომეტრიანი წყლის მაგისტრალი მოეწყო. სოფელში 80-იანი წლების შემდეგ მთავარ პრობლემას მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ახლა დასრულდა სამუშაოები, წყლის პრობლემა გადაჭრილია და მოსახლეობას 24-საათიანი რეჟიმით წყალი მიეწოდება.
