საქართველოს ევროპული მომავალი
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გრანადაში პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული შეხვედრები შეაფასა. მაკა ბოჭირიშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი. ბოჭორიშვილის თქმით, ევროპელ ლიდერებსაც კარგად ესმით, რომ ევროპის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოება.
