ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
განცხადება გაავრცელა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად“, – წერია განცხადებაში. ჩინეთმა საერთაშორისო თანამეგობრობას უფრო სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდა, რათა „გამონახოს გზა გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად“.
