„ჰამასის“ დაჯგუფების სპიკერი მძევლების შესახებ
„ჰამასის“ დაჯგუფების სპიკერის განცხადებით, აყვანილი მძევლების რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე ნეთანიაჰუ ფიქრობს. აბუ უბაიდას თქმით, „ჰამასის“ მებრძოლებს მძევლები სხვადასხვა ადგილას ჰყავთ დაკავებული. „სადაც არ უნდა დაესხან თავს ღაზის მოსახლეობას, თავდასხმის ქვეშ მოყვებიან მძევლებიც. ამიტომ, ვურჩევ მათ, არასწორი დასკვნები არ გააკეთონ,“– აღნიშნა ჰამასის სპიკერმა.
