ისრაელის კონტრშეტევა
ისრაელმა, რადიკალური დაჯგუფების სამხედრო ობიექტები და სამეთაურო პუნქტები გაანადგურა. ასევე განადგურებულია ჰამასის რამდენიმე ხომალდი, რომლებიც ზღვით სამხრეთ ისრაელში გადასვლას ცდილობდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა კონტროლი უკვე აღადგინეს ქვეყნის სამხრეთში მდებარე რეიმის სამხედრო ბაზაზე, ქალაქ სდეროტის პოლიციის განყოფილებასა და „ჰამასის“ მიერ დაკავებული დასახლებების უმრავლესობაზე. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ოპერაციის პირველი ფაზა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრილი ტერორისტების დიდი ნაწილი განადგურებულია, სრულდება. მზადდება შეტევითი ოპერაციის ფაზა, რომელიც ნეთანიაჰუს თქმით, უწყვეტ რეჟიმში, უსაფრთხოების სრულად აღდგენამდე გაგრძელდება.
