პრემიერი კორპორაცია „ინდორამას“ დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კორპორაცია „ინდორამას” დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე კომპანიასთან არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე ქვეყნის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო იმ გეგმებს, რომლებიც „ინდორამას” რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმოსთან დაკავშირებით აქვს. კომპანიამ „რუსთავის აზოტში“ 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და ახალი საწარმოო ხაზების დამატებაზე მუშაობს. „ინდორამა“ ქიმიური წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც 38 ქვეყანაში 160 ქარხანას ფლობს და 45 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული
