შეხვედრა პრემიერთან
პრემიერ-მინისტრი კორეის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა. საუბრის თემა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობას ეხებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი აქვთ და მნიშვნელოვანია, არსებული შესაძლებლობები სრულად გამოიყენონ. პრემიერის განცხადებით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, სწორი პოლიტიკის შედეგად ქვეყანას, ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და შესაბამისად, ფინანსურ და ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის დიდი პოტენციალი
