პრეზიდენტის იმპიჩმენტი
მიმდინარე კვირას სამდღიანი საკონსტიტუციო ტრილოგია დასრულდა და ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვიდრე მოსამართლეების ვერდიქტს მოვისმენთ, დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია, მანამდე, როგორც ყოველთვის მოსალოდნელი სცენარების განხილვის დროა. უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციაში ლამის ზუსტად იმდენივე ვერსიაა, რამდენიც თავად ოპოზიცია. სესიაზე არშესვლით ზოგი თავს იზღვევს, ზოგი თავსაც არ ენდობა, ზოგი კი უბრალოდ პროცესით ხალისობს. ხელისუფლება კი ისევ მთავარი პრინციპიდან ამოდის, რომ კონსტიტუციის გარანტმა კონსტიტუცია დაარღვია
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
