ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა
ხანგრძლივი კონფლიქტის მოულოდნელი საომარი ფაზა - ასეთი სურათი მიიღო მსოფლიომ დღეს გამთენიისას, როცა ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა. სულ რამდენიმე საათში ეს თავდასხმა ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა და მსოფლიო თანამეგობრობას შეახსენა, რომ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი, კვლავ აქტიურია. ჰამასმა ოპერაცია ალაკსას შტორმი დაანონსა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი არ დააყოვნა და ქვეყანაში რკინის ხმლების სახელით ცნობილი საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. 2021 წლიდან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არ ყოფილა, ორი წლის განმავლობაში პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში, პირობითი სიმშვიდე იყო, დღეს მედიას კი ზუსტი მონაცემების გავრცელება უჭირს. „ბიბისის“ მიახლოებითი ცნობით, ამ დრომდე 161 დაღუპული და ათასამდე დაშავებულია. ახლა ისრაელი ომშია, რომელსაც აუცილებლად მოიგებს, დარწმუნებულია ისრაელის პრემიერი
